მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ,,ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მომავალია''

სანდრა რულოვსი: ,,ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მომავალია”

Published on

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი და საზოგადო მოღვაწე სანდრა რულოვსი უკანასკნელ ხანებში არაერთხელ გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შეხვედრებზე მოსახლეობასთან, იგი გამოჩენისთანავე მთავარ ფიგურად იქცა აჭარაში დაბრუნებული  ლევან ვარშალომიძისთვის მოწყობილ ხალხმრავალ დახვედრაზე, ასე იყო    წყნეთშიც,  "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისის გახსნაზე  , სადაც  ისაუბრა  ადგილობროვებისთვის აქტუალურ პრობლემებზე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ელენე ხოშტარიასადმი მხარდამჭერისკენ მოუწოდა ხალხს. 
 ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოტენციური ამომრჩეველი იმთავითვე აქტიურად გამოთქვამდა  სურვილს  პარტიული საარჩევნო სიის სათავეში ეხილა სანდრა რულოვსი,  მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნებში პარტიის   მხარდამჭერად დარჩენა არჩია.  მისი გამოჩენა ამ საკვანძო შეხვედრებზე  აღარ ტოვებს კითხვებს, ჩაერთვება თუ არა იგი აქტიურად პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში.
გთავაზობთ ინტერვიუს , რომელიც საქართველოს პირველმა ლედიმ ერთობ კრიტიკულ სიტუაციაში, 2014 წლის იანვარში მისცა ჰოლანდიურ ყოველდღიურ გამოცემა Trouw-ს  ჰოლანდიურ ენაზე, მაგრამ დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა  
 
"ბევრი რამ მეამაყება და გულითადად ვამბობ, – ნახვამდის"
 
– 17 ნოემბერს საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მას შემდეგ თქვენ პირველი ლედი აღარ ხართ. 
– საბედნიეროდ, ქართველებს ჩემდამი ინტერესი ჯერ არ განელებიათ. ქუჩაში მცნობენ და ჩემთან ფოტოს გადაღება სურთ. რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს დღის განრიგია. ნაკლები ვალდებულება მაქვს და ნაკლებად მოთხოვნადი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ. მაქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია COKO ,  ვარ ჯანდაცვის სამინისტროს ორი საკონსულო საბჭოს პრეზიდენტი. პირველ ლედის უფრო მეტად გაქვს გზა ხსნილი, მაგრამ თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩემგან არავინ არაფერს იღებს, მაგრამ ნაკლებად. 
 
– თქვენს სტატუსს აქტიურად განიხილავდნენ… 
– არსებობს მეორე რეალობა. რისი გაკეთებაც პირველი ლედობისას შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ბევრს მივაღწიე, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის კუთხით. ბევრი რამ მეამაყება და გულითადად ვამბობ, – ნახვამდის. 
 
– ბრძანეთ, პრეზიდენტობის დროს ჩემი მეუღლე იშვიათად იყო შინო. ის შინ არც ახლაა.
– ვფიქრობდი, რომ აქედან მასთან ერთად წავიდოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი, ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად დარჩენა ვამჯობინე. ის რვა წლისაა, ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის აქ შეითვისებს, ქართველობაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია. მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი გვჭირდება და მოვა დრო, როდესაც ერთად ვიქნებით. მე ის მიყვარს, მასთან ერთად მიყვარს საქართველო, მისი ხალხი და კულტურა. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერგია აქ გამოვიყენო. ასე მგონია, ქმარზე მეტად ქვეყანაზე ვარ დაქორწინებული. 2003 წლიდან ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩქარობდა, ყოველთვის ხალხთან იყო. როდესაც რეფორმებს სწრაფად ატარებ, შეცდომებს უშვებ და მტრებსაც იჩენ. მას
 
სურდა ეჩვენებინა, რომ საქართველოსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, ის წარმატებული პოლიტიკოსია, რადგან მიუხედავად 2008 წელს რუსებთან ომისა, საქართველო რუკაზე არსებობს. პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები. საქმეების გამო, მიშა ხშირად არ იყო სახლში.  მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე კარგი მამაა. ამბობს, "ჩემი შვილებისთვის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, უკეთესი ქვეყნის დატოვებააო". 
 
– ახლა რას აპირებთ?
– გადაადგილების, დაბალანსების, თავიდან დაწყების დროა. ყოველდღე ვსწავლობ და საქმეც კარგად მიდის. ძალიან კარგია, რომ Global Fund-ის საბჭოს წევრი ვარ. ეს ორგანიზაცია ინფექციურ დაავადებებს ებრძვის. ასევე გახლავართ WHO-ს კეთილი ნების ელჩი. საკუთარი კარიერის გაკეთება შემიძლია. ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ვფიქრობ, საბოლოოდ ის მაინც პოლიტიკაში დაბრუნდება. მას შეუძლია წიგნის დაწერა და ლექციების კითხვა, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მიშა. თუმცა, მან იცის, რომ დაბრუნების დრო ჯერ არ დამდგარა.

13-01-2014

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...