მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა

Published on

ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოსთან დაახლოება – ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის საარჩევნო პროგრამის საგარეო პრიორიტეტები წარადგინა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ პრეზენტაცია ქორთიარდ მარიოტში გამართა და საკუთარი საგარეო ხედვა ამომრჩეველს გააცნო.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გავაგრძელოთ, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უსწრაფესი ვიზალიბერალიზაცია, არამედ დავიწყოთ უკვე მუშაობა პოსტ ვიზების დღის წესრიგზე. ჩვენი ამოცანაა, საქართველო მივიყვანოთ, რაც შეიძლება ახლოს ნატოს წევრობასთან,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ორიენტირებულები არიან მშვიდობიან დიალოგზე ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობასთან.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიის საგარეო პრიორიტეტი საქართველოს უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის კონკრეტულ ხედვას ითვალისწინებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...