მთავარისიახლეებიმსოფლიოპესკოვი ყველაფერზე და არაფერზე: ,,რუსეთი შეშფოთებულია ,,ტურბულენტობით“, რომელიც მის საზღვრებთან -...

პესკოვი ყველაფერზე და არაფერზე: ,,რუსეთი შეშფოთებულია ,,ტურბულენტობით“, რომელიც მის საზღვრებთან – თურქეთში, ერევანსა და ალმა-ათაში მომხდარ ფაქტებს შორის შეინიშნება”

Published on

კრემლი ერევანსა და ალმა-ათაში მომხდარ შეტაკებებზე კომენტარებს აკეთებს.
 პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია ,,ტურბულენტობით“, რომელიც თურქეთში, ერევანსა და ალმა-ათაში მომხდარ ფაქტებს შორის შეინიშნება და ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. 
,,ამგვარი ტურბულენტობის გამოვლინება უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან, რა თქმა უნდა შეშფოთებას იწვევს, ეს გვაიძულებს უკიდურესი ყურადღებით მიდევნოთ თვალი და სისტემატურად მოვახდინოთ სიტუაციის ანალიზი – განაცხადა მან დღეს  ჟურნალისტებთან საუბარში. პესკოვი ამბობს, რომ სიტუაცია თურქეთში ერევანსა და ალმა -ათაში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ერთნაირად შეფასდე , რადგან თითიეულ მათგანს თავისი გამომწვევი, განსხვავებული მიზეზები აქვს. 
,,ერთნაირ კვალიფიკაციას ვერ მივცემთ ჩვენი საზღვრებს პერიმეტრზე მდებარე სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, რადგან აქ თითოეული კონკრეტული შემთხვევა ცალკე ანალიზს მოითხოვს –  ერთ სიტუაციაში საქმე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალების უდაო  ძალისმიერ მცდელობაზე, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოყვა, მეორე და მესამე შემთხვევაში კი  სხვადასხვა კრიმინალურ გამოვლინებებთან –  განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა. 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...