მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დევნილებს ბინის მიღებაში დახმარების დაპირებით ფულს სტყუებდა

გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დევნილებს ბინის მიღებაში დახმარების დაპირებით ფულს სტყუებდა

Published on

 შს სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებით პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. 
როგორც კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიხეილ ძაგნიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის სამი პირი დააკავეს თაღლითობის ბრალდებით.
 ისინი ცდილობდნენ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონისთვის გაეწიათ მომსახურება და მოემატებინათ ქულები რიგის გარეშე, რაც საშუალებას მისცემდა მას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოლიმპიურ ქალაქში ბინის მიღებაზე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. წინასწარ 7 000 დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირის ავტომანქანის ჩხრეკისას სწორედ ეს 7000 აშშ დოლარი ამოიღეს. 
კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მიხეილ ძაგნიძის განცხადებით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თაღლითობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს.
როგორც დევნილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ლათიბაშვილმა, შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე თაღლითობის 7 ფაქტია გამოვლენილი. 
 
 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...