მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპის საბჭომ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში დაწყებული დისკუსიები სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ

ევროპის საბჭომ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში დაწყებული დისკუსიები სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ

Published on

ევროპის საბჭომ მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში დაწყებული დისკუსიები სიკვდილით დასჯის შესაძლო შემოღების შესახებ. 
„ევროპის საბჭოს არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გამოცემა Tagesspiegel-ვის მიცემულ ინტერვიუში.
იაგლანდმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ევროპის საბჭოს ორი პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმად სიკვდილით დასჯის შემოღება მკაცრად არის აკრძალული.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა თურქეთს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები დაიცვას.
თურქეთში, სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...