მთავარისიახლეებიმსოფლიოტიგრან ხმაზლიანი: დღევანდელი მოვლენები ერევანში ძალიან ჰგავს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ...

ტიგრან ხმაზლიანი: დღევანდელი მოვლენები ერევანში ძალიან ჰგავს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ხაფანგს, რათა იოლად მოახვიოს თავს სომხეთს თავისი პირობები

Published on

ცნობილი სომეხი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ტიგრან ხმაზლიანი ერევნის მოვლენებში მოსკოვის ხელს ხედავს.  
,,დღეს დილით ერევანში ყარაბახის ომის ვეტერანებისა და ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფმა იარაღის ძალით  აიღო პოლიციის შენობა და ახლომდებარე წინასწარი დაკავებისიზოლატორი ერებუნის რაიონში. ამბოხებულები ითხოვენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას . დილიდან ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ისინი მოუწოდებენ ხალხს შეუერთდნენ მათ მოთხოვნებს. – წერს ტიგრან ხმაზლიანი თავის ფეისბუქგვერდზე –  ყველაფერი ეს ხდება თურქეთში არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალებიდან სულ რაღაც  24 საათში , რაც ასოციაციურად ბადებს ფიქრს გარკვეულ პარალელებზე და შედარებებზე ამ მოვლენებს შორის  მეთოდების თვალსაზრისით და არამხოლოდ… ორივე შემთხვევაში გადატრიალების მცდელობა არ შეხებია ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ძირითად ნაწილს და შემოიფარგლა ცალკეული  იზოლირებული და მოწყვლადი ტერიტორიებით; ორივე შემთხვევაში მმართველი რეჟიმების მმართველები ხელშეუხებელნი დარჩნენ ა და სეუფერხებლად ახორციელებენ ქვეყნისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობას. აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს რამდენიმე თვის წინათ ნორკ – მარაშის რაიონში დაკავებული ახალგაზრდების ჯგუფი , რომელტაც ხელისუფლებამ ბრალი დასდო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადებაში – მაშინ სავარაუდო აჯანყების მთავარ დამკვეთად და დამფინანსებლად   დასახელდა ყოფილი თვადაცვის მინისტრის მოადგილე ვაან სირხანიანი, რომელიც რუსული ორიენტაციის თავგამოდებული დამცველია. 
დღევანდელი მოვლენების ცენტრში დგას ყარაბახის ომის გმირი, შუშის ბატალიონის მეთაური ჟირაირ სეფილიანი, რომელიც ერთი თვის წინათ დაააპატიმრეს და რომელიც გამოდის ყოველგვარი კომპრომისისა და დათმობის წინააღმდეგ ყარაბახის გარშემო მიმდინარე მოპალარაკებებში, რაშიც მას მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. მაგრამ მოვლენათა პოლიტიკურ კონტექსტს წარმოადგენს არა ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირება, არამედ  დასავლეთსა და რუსეთს შორის გამწვავებული ბრძოლა რეგიონში  გავლენის გაძლიერებისათ ვის. ამიტომ ძნელია გათავისუფლდე შეგრძნებისაგან, რომ ერევანში უკანასკნელ საათებში განვითრებული მოვლენები არის ერთი რგოლი ჯაჭვისა, რომელიც აერთიანებს მას ტერორისტულ თავდასხმებთან  ევროპასი  და ამბოხთან თურქეთში.
რუსეთის სპეცსამსახურები დიდი ხანია აქტიურად ერევიან სომხეთის პოლიტიკაში, ჯერ კიდევ   1999 წლიდან, როცა გაბრიყვებული ფანატიკოსების ჯგუფი პარლამენტში შეიჭრა და დახვრიტა ქვეყნის პრემიერ მინისტრი, არლამენტის  სპიკერი და სხვა რამდენიმე თავალსაჩინო პოლიტიკოსი.  ასე იყო  2008 წლის მარტშიც, როცა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან დემონსტრაციას, რომელიც  საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდა. ორივე შემთხვევაში ხელისუფლების სათავეში მოექცნენ კრემლისა და კაგებეს  რჩეულები და მათი ინტერესების გამტარებელნი. მაგრამ ახლა მოსკოვი კარგავს საყრდენს და მის მიერ მართულ პოლიტიკოსებს  სომხეთში და ამიტომ ზედიზედ დგამს ნაბიჯებს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ამისათვის იგი იყენებს თავის მიერ მართულ სომეხ ბიზნმესმენებსა და პოლიტიკოსებს და ადგილობრივ ძალებს, რომელთანაც ფარულად მუშაობს  მათ პატრიოტიზმსა და გულუბრყვილობაზე თამაშით.. ბოლო საათების მოვლენები ერევანში ძალიან ჰგავს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ ხაფანგს , რომელშიც მოექცნენ გულწრფელი, მაგრამ გამოუცდელი ახალგაზრდა  პატრიოტებიც და , უკვე დიდი ხნის კომპრომენტირებული და უძლური ხელისუფლებაც, რომელსაც  მოსკოვი ამიერიდან გაცილებით იოლიად  უკარნახებს თავის პირობებს.  
ასე მოხდა ეს 2013 ლის 3 სექტემბერსაც, როცა პუტინმა თავისთან იხმო სერჟ სარგისიანი და ომისა და გადატრიალების მუქარით აიძულა უარი ეთქვა სომხეთის ასოცირებაზე ევროკავშირში და სანაცვლოდ შესულიყო ევრაზიულ კავშირში.  როგორც ჩანს, მოსკოვი და ლუბიანკა უკვე აღარ ენდობა მხოლოდ სიტყვებსა და ქაღალდებს და  უპირატესობას ანიჭებს ძველ, ნაცად  საშუალებებს  – ავტომატსა და დახვრეტებს. ვისურვებდი ვცდებოდე ამ მოსაზრებაში. – წერს სომეხი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ტიგრან ხმაზლიანი
 
 

სიახლეები

ქართველები ხელისუფლების მხრიდან ხმის გაგონებას იმსახურებენ – ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ქართველები დღეს თავისუფლების, დემოკრატიისა და...

“ერთობის ჯაჭვს” სალომე ზურაბიშვილიც უერთდება

"ერთობის ჯაჭვს" სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება. პრეზიდენტს გზად...

თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის! - დღეს, 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე...

“მივესალმები ” ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს” – მაკკოლი

მივესალმები "ქართული ოცნების" მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს. მას და...