მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთში გრძელდება მცირებასშტაბიანი შეტაკებები მეამბოხეებსა და პოლიციას შორის

თურქეთში გრძელდება მცირებასშტაბიანი შეტაკებები მეამბოხეებსა და პოლიციას შორის

Published on

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ ეპიზოდურად გრძელდება შეტაკებები სამართალდამცველებსა და ამბოხებულთა მომხრეებს შორის.
 „როიტერის“ ცნობით, დღეს ორი ასეთი შეტაკება მოხდა, ერთი  სტამბოლის საბაჰი გეგჩენის სახელობის აეროპორტში , როცა თურქეთის პოლიცია ცდილობდა ეჭვმიტანილ პირთა დაკავებას და დაუმორჩილებლობის გამო მათი მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. იყო საპასუხო ცეცხლიც, რის შემდეგაც პოლიციამ შეძლო წინააღმდეგობის გამწევთა უმსხვერპლოდ აყვანა.
ძალოვანებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა თურქეთის ქალაქ ქონიას სამხედრო ავიაბაზაზეც. დაპატიმრებულია  7 ადამიანი. ამ ციფრს Daily Sabah – ი ასახელებს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ აეროპორტშიც და აეროდრომზეც სიტუაცია სრულად ექვემდებარება მის  კონტროლს . 

 

 

 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...