რას ითხოვენ აჯანყებულები სომხეთში და რამ უბიძგა მათ ამ ნაბიჯისაკენ – მეამბოხეთა ლიდერი სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს.
დღეს დილით, გამთენიისას პოლიტიკური ორგანიზაცია ,,დამფუძნებელი პარლამენტის’’ ვიცე-თავმჯდომარემ ვარუჟან ავეტისიანმა თავის ფეისბუქ გვერდზე განათავასა განცხადება შეიარაღებული ამბოხების დაწყების შესახებ. ,,ჩვენ მოვითხოვთ გადადგეს პრეზიდებტი სერჟ სარგისიანი და გადასცეს ხელისუფლება ეროვნული ნდობით აღჭურვილ მთავრობას.- ასაჯაროებს იგი აჯანყებულთა მოთხოვნას.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მოვლენებიდან მცირე ხნით ადრე გამართულ პრესკონგფერენციაზე ავეტისიანმა განაცხადა, რომ ,,ხალხს აქვს შეიარაღებული აჯანყების უფლება, შეუძლია აიღოს იარაღი და გაანადგუროს ძალაუფლების მპყრობელნი, რომელნიც საფრთხეს უქმნიან ხალხის სიცოცხლის უფლებას და მიზანმიმართულად მიყავთ იგი სხვისი ხელით გენოციდისა და უსამშობლოდ დარჩენისაკენ. ‘’
მორიგ შეტყობინებაში ვარუჟან ავეტისიანი წერს, რომ ხელისუფლებამ აჯანყებულებს შეუსია პოლიციური ჯარები და სამხედრო ქვედანაყოფები, სნაიპერები განათავსა ახლომდებარე სახლების სახურავებზე და მიზანში ჰყავს ამოღებული შენობაში მყოფი პირები თავიანთი მძევლებითურთ. ,,ჩვენი მონაცემებით მძიმედ არის დაჭრილი ერთერთი აჯანყებული ახალგაზრდა, ომის გმირი ტატულ თამრაზიანი. პოლიციელების მხრიდან არის მცდელობა შტურმით აიღონ ჩვენი პოზიციები, მოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკიც კი, მაგრამ ჩვენც კარგად გამაგრებული პოზიციები გვაქვს, ჩვენთან არიან პოლიციის მაღალჩინოსნები – გენერალი ეგიზარიანი და პოლკოვნიკი ოსიპიანი. – წერს იგი.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად მძევლად აყვანილი 2 ადამიანი გათავისუფლებულია. ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი ჯერ კიდევ მძევალთა შორის რჩება. ფეისბუქზე მოგვიანებით დადებულ შეტყობინებაში ნათქვმია, რომ პოლიციამ ქალაქის ცენტრში იძულებით მორეკა მოქალაქეები და აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოიყვანა პოლიციური ძალების სრულიად ახალგაზრდა ჯარისკაცები. ,,რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებენ გაათავისუფლონ და გადმოგვცენ ჟირაირ სეფილიანი, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება და გამწვავდება სიტუაცია, – წერს იგი – ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ ჟირაირ სეფილიანს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ჟირაირ სეფილიანს და მოპალარაკებები იქნება მხოლოდ იმ საკითხზე, როგორ უნდა გადასცეს ძალაუფლება სარგისიანმა ეროვნული ნდობის მთავრობას. ‘’
ხელისუფლება ამ მკვეთრი განცხადების მიუხედავად ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას არ აპირებს. მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია. აჯანყებულები დილით დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნენენ და უარს ამბობენ მძევალთა გათავისუფლებაზე, რომელთა შორის ხელისუფლება ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილეს ვალერი ოსიპიანს ასახელებს.
სამართალდამცველი ავეტიკ იშხანიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლება დიდი ხანია ,,დამფუძნებელი პარლამენტის’’ წევრების დევნის ღია პოლიტიკას ახორციელებს და თვად მიიყვანა სიტუაცია ასე გამწვავებამდე. . ,,ეს აშკარა პოლიტიკური დევნა იყო, რადგან აქამდე დამფუზნებელი პარლამენტი ღიად მოქმედებდა, , ხოლო პოლიტიკური ძალები, როგორც წესი, არ ქმნიან ფარულ ტერორისტულ ჯგუფებს. ჟირაირ სეფილიანთან მთელი ჩემი ურთიერთობის მანძილზე იგი ყოველთვის ამბობდა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით და მშვიდობიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ემხრობა.’’ – ამბობს იშხანიანი.
იგი თვლის, რომ პოლიტიკური დევნის ნაწილია ,,დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრის პავლე მანუკიანის ძმის დაკავებაც საბრძოლო იარაღის შენახვის მუხლით: დღეს რომ ნებისმიერი ომის ვეტერანის სახლი გაჩხრიკო, უსათუოდ იპოვი იარაღს, მაგრამ ეს აპრიორი როდი ნიშნავს, რომ იგი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასე იყო ეს მოხალისე ვეტერანის ტატულ მანუკიანის შემთხვევაშიც.
პოლიტიკური დევნა – წარსული წლებისგან განსხვავებით დღეს უფრო საშიშია, რადგან არასახელისუფლებო პოლიტიკური ძალები გულგრილნი გახდნენ ხელისუფლების მსგავსი ქმედების მიმართ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მიაღწიეს კონსესუსს ხელისუფლებასთან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და არ აღიზიანებენ მას პოლიტიკური დევნის საკითხის წამოყენებით. იშხანიანის თქმით, პოლიტიკური დევნა სომხეთში ყოველთვის იწყება სახელდობრ იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელშიც ხელისუფლება ხედავს კონკურენტს, რომელსაც ძალუძს შინ გაისტუმროს იგი. ხელისუფლება, როგორც ჩანს, დარწმუნდა, რომ ვერ გაანეიტრალებს დღეისათვის დარჩენილ ამ ერთადერთ რადიკალურ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ხალხი კონკრეტული მოქმედებისთვის და სწორედ ამიტომ დაიწყო პროვოკაციები და ძალადობრივი ქმედებები მის წინააღმდეგ და ლიდერის უკანონო დაპატიმრებით აღშფოთებული ოპოზიცია წავიდა იმაზე , რასაც თავად გმობდა ყოველთვის.მას უბრალოდ სხვა გაზა არ დაუტოვეს. – წერს სომეხი სამართალდამცველი.
იგი შეახსენებს მკიღხველს, რომ სამოქალაქო ინიციატივა – “დამფუძნებელი პარლამენტი” ის ორგანიზაციაა , რომელმაც აპრილში ერევანში მრავალათასიანი მიტინგი გამართა ლოზუნგებით “სომეხთა გენოციდის 100 წლისთავი სერჟ სარგისიანის გარეშე!“ ( ორგანიზაცია სწორედ ამ ლოზუნგით გახდა პოპოპულარული სომხეთში) და აგრეთვე მოწოდებებით ,,სომხეთი პოლიტპატიმრების გარეშე”, “თავისუფლება ომის გმირებს”, “ძირს დამნაშავე ხელისუფლება!” –” მიტინგის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა იყო დაუყოვნებლივი გათავისუფლება პოლიტპატიმრებისა, რომელთაც ისინი უწოდებენ ყარაბაღში მებრძოლთა ჯგუფს, რომელთაც მრამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებამ “მასობრივი არეულობების მომზადების” ბრალდება წარუდგინა. სხვათა შორის, ისინი დღემდე პატიმრებად რჩებიან და მათ 20 ივნისს ორგანიზაციის ლიდერი ჟირაირ სეფილიანიც მიემატა.