მთავარისიახლეებიმსოფლიოფეთჰულაჰ გიულენს სახლში მიუვარდნენ

ფეთჰულაჰ გიულენს სახლში მიუვარდნენ

Published on

 რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს. გიულენის განმარტებით, თუ მას აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწევს დაამტკიცოს სახელმწიფო გადატრიალებაში მისი თანამონაწილეობა. 
„საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერ შედეგეს დავეთანხმები, თუნდაც ეს ტყუილი იყოს, ან ფულის საშუალებით მოსყიდული. ნებისმიერი შედეგი მისაღები იქნება. მხოლოდ ვითხოვ, გამოძიება საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს“, -განაცხადა ფეთჰულა გიულენმა მედიასთან საუბარში. 
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ხალხი წუხელ მთელი ღამე ზეიმობდა  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის  კრახს და მოითხოვდა ამბოხთან დაკავშირებული პირების მთელის სიმკაცრით დასჯას და შურისძიებას დაღუპულებისა და დაშავებულებისთვის. მოედანზე ხშირად ისმოდა    ფეთჰულაჰ გიულენის, როგორც ამბოხის იდეოლოგის სახელიც.
თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია პენსილვანიაში,  გიულენის სახლთანაც გამართეს. ისინი  შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან გიულენის დეპორტირებას მოითხოვდნენ, რასაც ბიძგი მისცა ერდოღანის მოთხოვნამ აშს- სადმი მოახდინოს გიულენის ექსტრადიცია, რაზეც ამ ეტაპზე დიპლომატიურად შეფუთული უარი მიიღო.
თურქეთის ხელისუფლება კი, სახელდობრ პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი დაჟინებით იმეორებს, რომ ,, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს გიულენს, არ იქნება თურქეთის მეგობარი და ჩაითვლება, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანასთან ომში ჩართული ''
მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო  ექსპერტები აცხადებენ, რომ თურქეთმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვას.  მათ შორისაა  ვაშინგტონში მომუშავე  "რენდის კორპორაციის" მკვლევარი უილიამ კორტნი.

”ნატო და მთლიანად დასავლეთი თურქეთის დამშვიდებას შეეცდებიან. ერდოღანმა თქვა, რომ მომხდარმა, ვციტირებ, „არმიის გაწმენდის“ შესაძლებლობა გააჩინა. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც ერდოღანმა უნდა მისდიოს. მას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არა – უფრო მეტად გაყოფს. დამხობის მცდელობა ბევრწილად ერდოღანის შურისმაძიებლური მმართველობის შედეგია. ქვეყანა საზოგადოების გაყოფითა და შურისძიებით არ იმართება. ამ მეთოდმა არ იმუშავა ეგვიპტეში, როდესაც ხელისუფლებაში „მუსლიმთა საძმო“ მოვიდა. ეს მეთოდი ერდოღანისთვისაც უნაყოფოა. საკითხავია, ისწავლის თუ არა ერდოღანი გაკვეთილს და ეცდება თუ არა ნაკლებად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარებას, თუ პირიქით, გადაწყვეტს, რომ გაიმარჯვა – სინამდვილეში კი არ გაუმარჯვია – და შურს იძიებს: ბევრს დაიჭერს, ზოგიერთს მოაკვლევინებს კიდეც და უფრო მეტად გაყოფს ქვეყანას. '' – აცხადებს იგი ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბარში.
 
ბოლო მონაცემებით, თურქეთის  ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შემდეგ 3000-მდე სამხედრო პირი დააკავა, მათ შორის მაღალლი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, 2700-ზე მეტი მოსამართლე კი გაათავისუფლა. დაპატიმრებები და სამსახურიდან დათხოვნები გრძელდება. 
 
 
 
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...