მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი, ვისაც ერდოღანი თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი, ვისაც ერდოღანი თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

Published on

 
ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი, ვისაც  თურქეთის ხელისუფლება ბრალს დებს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით.
 ,,თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც თავს დახრის იაფფასიანი ამბოხებების წინაშე და არც ის სახელმწიფოა, რომელიც შეიძლება პენსილვანიიდან მართო ''– განაცხადა წუხელ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას. დღეს უკვე იგი პირდაპირ და ღიად დებს ბრალს თურქ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს , ყოფილ იმამს ფეთჰულაჰ გიულენს, რომელიც 1999 წლიდან აშშ – ში ცხოვრობს, მაგრამ ინარჩუნებს მძლავრ ზეგავლენას ისლამურ სამყაროში.  გიულენი მრავალი წელია ითვლება ყველაზე გავლენიან ფიგურად ერდოღანის მოწინააღმდეგეთა შორის.იგი სათავეში უდგას მოძრაობა ჰეზმეთს, რომელმაც ათასზე მეტი ისლამიური სკოლა გახსნა მსოფლიოს 160 ქვეყანაში . 
გიულენი 1942 წელს დაიბადა , ხოლო ისლამის პირველი ქადაგება უკვე თოთხმეტი წლის ასაკში დაიწყო. 1985 წლამდე პენსიაში გასვლამდე, იგი იმამის რანგში მოღვაწეობდა. გიულენი 1990–იანი  წლებიდან სათავეში უდგას მოძრაობა ,,ჰეზმეთს’’, მას თვით რომის პაპთანაც ჰქონდა შეხვედრა. 
ჰეზმეთის ოფიციალურ გვერდზე გიულენი იხსენიება როგორც დიდი სწავლული და საზოგადო მოღვაწე, რომლის ძალისხმევა მიმართულია ტერორიზმის წინააღმდეგ და გადაუდებელ სოციალური პრობლემების გადჭრაზე, რამაც იგი მსოფლიო სახელის მქონე ყველაზე ავტორიტეტულ, ყველასაგან აღიარებულ და პატივსაცემ თურქ მოღვაწედ აქცია. 2008 წელს იგი დასახელდა ჟურნალ Time – ის მიერ შედგენილ ,,ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის'' სიაში, მცირე ხნით ადრე კი ფორბსისა და პროსპექტის ყველაზე გავლენიან ინტელექტუალთა სიებში. 
ადრე გიულენი პრეზიდენტ ერდოღანის უახლოესი თანამოაზრე და თანამოსაქმე იყო, მაგრამ 1999 წელს მათ ურთიერთობაში გაუმთელებელი ბზარი გაჩნდა. გიულენი მკურნალობის საჭიროების მომიზეზებით თურქეთიდან აშშ – ში გაემგზავრა და  უკან აღარ დაბრუნებულა.  
ამის შემდეგ გიულენი წლების მანძილზე რჩებოდა ერდოღანის პოლიტიკის კრიტიკულ შემფასებლად  და მის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. 2000 წელს თურქეთში მისი დაუსწრებლად გასამართლება სცადეს , მაგრამ საქმე შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე. 
 ერდოღანსა და გიულენს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა 2013 წლის შემდეგ, როცა გიულენმა გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლების ქმედება  სტამბოლის პარკ გეზის დამცველთა და პოლიციას შორის  მომხდარი შეტაკებების დროს. 
2014 წელს თურქეთში მოხდა კორუფციული სკანდალი, რომლის შედეგად დაპატიმრებულ იქნა 47 ადამიანი, მათ შორის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებიც. მაშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნიღბით მომზადდა ,,ყოვლად უკანონო, ამაზრზენი და ბნელი ხაფანგი’' , დაპატიმრებებში მან ცალსახად დაადანაშაულა ,,ჰეზმეთი“ და თანამდებობებიდან გადააყენა მასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პროკურორებისა და გამომძიებლების დიდი ჯგუფი. 
2016 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაააქტიურა ბრძოლა ჰეზმეთთან , მარტში ერდოღანმა გიულენს ბრალი დასდო დაძაბულობის შექმნაში ქვეყნის სამხრეთ– აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც ანკარის მიმართ ოპოზიციაში მყოფი ქურთები ცხოვრობენ.  ჯერ მარტო აპრილში თურქეთის პოლიციამ დააკავა ოთხმოცდაათამდე ადამიანი, რომლებიც გიულენთან კავშიურში იყვნენ ეჭვმიტანილნი, მაისში იზმირში ამავე მიზეზით დაკავებულ იქნა კიდევ 29 ადამიანი . ორივე შემთხვევაში ხელისუფლება ალაპარაკდა ,,პარალელურ სტრუქტურებზე“, რომელთა ორგანიზატორად ,,ჰეზმეთი’’ გამოაცხადა. 
დღეს დილით თავის მიმართვაში თურქეთის მოსახლეობისადმი ერდოღანმა განაცხადა, რომ  ,,სამხედრო გადატრიალების წუხანდელი მცდელობა , სამწუხაროდ, ორგანიზებულია თურქეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის წევრთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელიც დაკავშირებულია ,,პარალელური  სახელმწიფოს“  სახელით ცნობილ სტრუქტურასთან. ''
უცხოეთის მედია აცხადებს, რომ ძნელია ლაპარაკი გიულენის რეალურ ამბიციებზე და სწრაფვაზე ხელისუფლებისაკენ.  მას მოჰყავს ციტატები ჰეზმეთის ოფიციალური გვერდიდან, სადაც ნათქვამია, რომ ფეთჰულაჰ გიულენი თანმიმდევრულად გამოდის რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამის პოლიტიზაციის სხვადასხვა ფორმების წინააღმდეგ,  ქადაგებს ისლამს, როგორც თანალმობის, გულმოწყალებისა და სოციალური მსახურების რელიგიას. მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ 75 წლის პოლიტიკოსი ხელისუფლებაში ამ გზით მოსვლისთვის იბრძვის, მით უფრო, რომ მან არაერთგზის გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებაში მოსვლას არ გეგმავს. 
2014 წელს  ბი  ბი სი–ს  ჟურნალისტი , გაკვირვებით წერდა, რომ გიულენი მასთან ინტერვიუში ერთობ რბილი, მოქნილი და კეთილგანწყობილი ჩანდა და არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ სამკვდრო –სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული ყოფილ თანამებრძოლთან  ერდოღანთან. 
ბიბისის ცნობით, ,,ჰეზმეთს’’ თურქეთში, ბევრი მხარდამჭერი და მიმდევარი   ჰყავს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებშიც, თუმცა თავად გიულენმა მასთან  საუბარში განაცხადა, რომ ,, მოსამართლეებთან და პროკურორებთან  არავითარი კავშირი არა აქვს და შესაბამისად , მათ უბრალოდ არ შეუძლიათ  რაიმე ბრძანება მიიღონ მისგან.''
 

სიახლეები

რა იქნება სანქციების დაწესების შემდეგ და შეძლებს თუ არა ივანიშვილი მათგან თავის დაღწევას

ჟურნალისტი, "რუსთავი-2"-ის კორესპონდენტი აშშ-ში დავით ნიკურაძე, რომელიც წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ...

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ოლიგარქ ბიძინა ივანიშილს. ამის შესახებ დაწვრილებით დეტალებს 'ამერიკის ხმა" აქეყნებს.  ამერიკის...

ზურაბიშვილი: “თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”

"ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,...

“საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება” – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, სალომე...