მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი დასახელდა

“თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი დასახელდა

Published on

ირაკლი ჩიქოვანი თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატია ქალაქ ზუგდიდში. ის დღეს პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას ირაკლი ალასანიამ წარუდგინა."განსაკუთრებული სითბოთი მივესალმები მეგრელებს და ჩემს მშობლიურ კუთხეს …
სამეგრელოს ჰქონდა, აქვს და ექნება თავისი განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ისტორიაში, ხოლო ზუგდიდს  კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს დღევანდელ დღეს ქვეყნის გაერთიანებაში. მე დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, დღეს კი ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვიყო  მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში!  ქალაქი, რომელმაც გადაიტანა საქართველოში ბოლო პერიოდში დატრიალებული ყველა უბედურება, მაგრამ არ გატყდა! ზუსტად, ზუგდიდში მე მივიღე ყველაფერი, რამაც ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ და მეამაყება, რომ ვარ ზუგდიდელი!  
ჩემო მეგობრებო, გპირდებით, რომ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვიქნებით თანაზიარი და მონაწილე თქვენი და ჩვენი საერთო პრობლემების მოგვარებაში. არ დაგპირდებით და ვერ დაგპირდებით იმას, რასაც  არ შევასრულებთ და ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით გაცემული პირობების შესრულებაში. 
ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა !"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...