„თავისუფალი დემოკრატების“ წევრები სპორტის სასახლეში იკრიბებიან. „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს საარჩევნო სიის ოცეულს წარადგენენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნავს, დღეს ყრილობაზე პარტია წარადგენს პარტიული სიის პირველ ნაწილს და ასევე მაჟორიტარების ძირითად ბირთვს.„ეს არის ჩვენი რიგით მეოთხე ყრილობა. 7 წელი გვისრულდება მას შემდეგ, რაც დაარსდა ჩვენი პარტია. ვემზადებით არჩევნებისთვის. დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი გზავნილები ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენი დევიზია „უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრება“. დღეს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია წარადგენს პარტიული სიის პირველ ნაწილს, ასევე მაჟორიტარების ძირითად ბირთვს. იქნებიან როგორც ძველი გამოცდილი სახეები, ასევე ახალი, ძალიან საინტერესო სახეები“,- განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ დარწმუნებულები არიან თავის ძალებში.
სიახლეები
სიახლეები
შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...
სიახლეები
ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...
სიახლეები
WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...
კონფლიქტები
ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.
ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...