მთავარისიახლეებიმსოფლიომიხეილ სააკაშვილი თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ: მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ: მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  ამბოხიდან პირველივე საათებში ისაუბრა რუსთავი 2 – ის  პირდაპირ ეთერში.
,,უკიდურესად მძიმე ვითარებაა და ძალიან საშიში.– განაცხადა მან –  უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გადატრიალება პირდაპირ შედის პუტინის ინტერესებში!
ეს სამხედრო გადატრიალება პუტინის ინტერესებშია.
ეს სამხედრო გადატრიალება არანაირად არ შედის საქართველოს ინტერესებში. აღნიშნული გადატრიალება თუ შედგა, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. საქართველოს ხელისუფლებამ მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის ხელისუფლებას და ყველანაირად დაუდგეს  მხარში.
ამჯერად სიტუაცია უმჯობესდება. მაქვს კონტაქტები თურქულ მხარესთან.. იმედს მაძლევს ის, რომ თურქეთის მოსახლეობა გარეთაა.  

. ნაკლებად მგონია, რომ მათ რაიმე საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვონ – ეს აბსოლუტურად არალეგიტიმური ჯგუფია. იმედი მაქვს, რომ ეს ამბოხება შედეგს ვერ გამოიღებს და სამხედრო გადატრიალება არ შედგება.
საერთოდ, სამხედრო გადატრიალებების გზით ხელისუფლების შეცვლა მოძველებული მეთოდია. ბოლოს 80-იან წლებში მოხდა მსგავსი გადატრიალება თურქეთში და მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ცივილიზაციის მხრივ ყველაფერი წინ წავიდა..
 ჩემი აზრით, ეს სამხედრო გადატრიალება განწირულია. ამბოხებულ სამხედროთა ჯგუფს არავინ იცნობს – ვინ არიან. თურქეთში არის სულ 4 არმია.. მნიშვნელოვანია, რომ ამ 4 არმიიდან ამბოხებულებს მხარს არ უჭერს დიდი სამხედრო პოტენციის მქონე პირველი და მესამე არმია. ამბოხებულებმა  ვერ შეძლეს სწრაფად მოქმედება.  მათ  მოახერხეს მხოლოდ ერთი – სახელმწიფო ტელევიზიის აღება. სახელმწიფო არხის აღება ეს იგივეს ნიშნავს, ვიღაცამ რომ აიღოს საქართველოს სახელმწიფო არხი. თურქეთის სახელმწიფო არხი ეს არის პოპულარობით მეშვიდე თუ მერვე არხი.  დანარჩენი ყველა სატელევიზიო არხი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მაუწყებლობას.  
მეორე,  თურქეთში ამბოხებულ სამხედროებს არ აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა,  ყველა ძირითადმა პარტიამ, გარდა ქურთების პარტიისა, ყველამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ წყობას. კონსტიტუციურ წყობას დაუჭირა მხარი ყოფილმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დავით ოღლუმაც. 
მესამე, რაც მათ ვერ შეძლეს და, რაც არის ძალიან მთავარი, პრეზიდენტი ერდოღანი იმყოფება თავის რეზიდენციაში, სტამბოლში და იქიდან ლაპარაკობს. მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  მნიშვნელოვანია რომ ერდოღანის მოწოდებით თურქეთის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და მხარს უჭერს კონსტიტუციური ვითარების შენარჩუნებას და პრეზიდენტ ერდოღანს.
თუ მოსახლეობა ქუჩაში იდგება და პროტესტს გააგრძელებს, სახელმწიფო გადარჩება.'' – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...