მთავარისიახლეებისაზოგადოებავლაქერნობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას პრემიერ-მინისტრი ესწრება

ვლაქერნობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას პრემიერ-მინისტრი ესწრება

Published on

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ერთობლივ წირვას 300-მდე სასულიერო პირი ესწრება. ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის სხვა წევრები საზეიმო წირვას ესწრებიან.15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს დადებას პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისას ვლაქერნას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ამასთან დაკავშირებით,   დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან დილით სასულიეროპირებმა კვართი გამოაბრძანეს და მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს.კვართზე სამთხვევად  მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური მრევლია ჩამოსული. 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...