მთავარისიახლეებიმსოფლიომე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას -...

მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას – საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიცის ტრაგედიას ეხმაურება

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ნიცაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის მთავრობას.
„შემაძრწუნებელია ტრაგედია, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მოხდა. წარმოუდგენელ სისასტიკეს უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გამოვთქვამ უდიდეს მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას. ასმაგად შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მოხდა მაშინ, როცა მთელი საფრანგეთი ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის დღეს. ეს არის უდიდესი გამოწვევა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე. მე მჯერა, რომ დემოკრატიული სამყარო საერთო ძალებით შეძლებს ამ ბოროტების დამარცხებას და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თავისუფლების იდეა, რომელიც ბასტილიის დღეს უკავშირდება და რის გამოც გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მოქალაქეებს, უკვდავია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...