მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ვლაქერნობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ზუგდიდში ვლაქერნობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

Published on

დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში "ვლაქერნობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის,საზოგადოება "ზუგდიდელისა"და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის   ორგანიზებით ჩატარდა.„აქ ძალიან სერიოზული სამეცნიერო ნაშრომებია წარმოდგენილი. არის საუბარი კვართის ისტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი საუკუნეების წინ იყო შესწავლილი, მაგრამ ყოველ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო სიახლე გვესმის, ახალ-ახალი წყაროების გამოკვლევა ხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია კემულარიამ. “წლების სვლის მიუხედავად ღვთისმშბლის კვართის ჩაობრძანების დაფარული ისტორია მუდმივად კვლევის საგანია და არ კარგავს აქტუალობას.“- ამბობს მუზეუმის თანამშრომელი სვეტა მიქავა.კონფერენცია ტრადიციულად ვლაქერნობის დღესასწაულის წინა დღეს იმართება.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...