დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში "ვლაქერნობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-თეორიული კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის,საზოგადოება "ზუგდიდელისა"და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.„აქ ძალიან სერიოზული სამეცნიერო ნაშრომებია წარმოდგენილი. არის საუბარი კვართის ისტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი საუკუნეების წინ იყო შესწავლილი, მაგრამ ყოველ კონფერენციაზე ძალიან საინტერესო სიახლე გვესმის, ახალ-ახალი წყაროების გამოკვლევა ხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია კემულარიამ. “წლების სვლის მიუხედავად ღვთისმშბლის კვართის ჩაობრძანების დაფარული ისტორია მუდმივად კვლევის საგანია და არ კარგავს აქტუალობას.“- ამბობს მუზეუმის თანამშრომელი სვეტა მიქავა.კონფერენცია ტრადიციულად ვლაქერნობის დღესასწაულის წინა დღეს იმართება.
ზუგდიდში ვლაქერნობისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სიახლეები
კონფლიქტები
უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"დნიპროპეტროვსკის...
სიახლეები
ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...
საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...
საზოგადოება
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...