მთავარისიახლეებიპოლიტიკათავისუფალი არჩევნები თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მედიას - ევროკომისარი რუსთავი 2 - ის...

თავისუფალი არჩევნები თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მედიას – ევროკომისარი რუსთავი 2 – ის საქმის შესახებ

Published on

ბათუმში მყოფი ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.  
მისი განმარტებით, საქმე სასამართლოშია და შესაბამისად, ამ თემაზე ბევრს ვერ ისაუბრებს, თუმცა მიაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მედიას. მან აღნიშნა, რომ არჩევებთან დაკავშირებით ისაუბრა  საქართველოს პრემიერთან  და მისგან მიიღო პირობა, რომ არჩევნები ობიექტური იქნება.
 
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ის მომზადდეს და ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით. სწორედ ამ კუთხით დავაკვირდებით ყველაფერს," – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...