მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი ბათუმში იმყოფება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე...

პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა განიხილება

Published on

 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ბათუმში იმყოფება და  აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს.  შეხვედრებზე  განიხილება  კანდიდატურა, რომელიც პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად უნდა წარადგინოს – კერძოდ, ამ პოსტზე განიხილება ზურაბ პატარაძის კანდიდატურა.  პრეზიდენტი გუშინ   უმაღლესი საბჭოს ფრაქციების  "თანასწორობის" , ხოლო დღეს ფრაქცია  "დემოკრატიული აჭარის"  წარმომადგენლებს შეხვდა.   
გუშინ დეპუტატთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ  პრეზიდენტი ფაქტობრივად მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებთან გადის კონსულტაციებს. ისინი მიუღებლად თვლიან ამ საკითხის დახურულ ფორმატში  განხილვას , რადგან  შეხვედრებზე შერჩევითად მიიყვანეს დეპუტატები და მატში მონაწილეობის შესაძლებლობა    არ მიეცა უმაღლესი საბჭოს სხვა  წევრებს.  
დეპუტატებს ნაციონალური მოძრაობიდან  საკამათოდ მიაჩნიათ პატარაძის კანდიდატურა,  ,,წარმოდგენილი კანდიდატი საერთოდ არ იცნობს რეგიონს და  ეს არ შეუწყობს ხელს რეგიონის მოსახლეობის განვითარებას“- აცხადებს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. 
,,ქართული ოცნების'' დეპუტატების თქმით,  მათ საჭიროზე მეტი ხმა აქვთ პატარაძის კანდიდატურის მხარდასაჭერად  უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაიმართება   
 
 

სიახლეები

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის - ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. დაკავებულის...

სააპელაციომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლოს კოლეგიამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი...

12 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში...