2016 წლის პირველ 6 თვეში მსოფლიოში 49 ჟურნალისტი დაიღუპა. სტატისტიკას ინფორმაციის უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტი (INSI) აქვეყნებს. ორგანიზაციის განცხადებით, წინა წლის ანალოგიური მაჩვენებლით, მსოფლიოში 60 ჟურნალისტი დაიღუპა, თუმცა INSI-ში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი მაჩვენებლის მცირედით გაუმჯობესება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.INSI -ს ინფორმაციით, 2016 წლის პირველ ნახევარში ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანა ავღანეთი იყო, სადაც მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, თალიბების ორ თავდასხმას ჯამში 10 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ასევე საგანგაშო სიტუაციაა მექსიკაში, გვატემალასა და ფილიპინებში – აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების მკვლელები ხშირად დაუსჯელები რჩებიან.ორგანიზაციის ინფორმაციით, დაღუპულ ჟურნალისტთა შორის 16 ტელევიზიის წამომადგენელია, 13 ბეჭდური მედიის, 8 საინფორმაციო სააგენტოს, 8 რადიოს, 3 ონლაინ სააგენტოს, ხოლო სად იყო დასაქმებული კიდევ ერთი პირი, უცნობია.INSI-ის სტატისტიკაში საქართველოც მოხვდა, სადაც წლის პირველ ნახევარში ერთი ჟურნალისტი დაიღუპა.
2016 წლის პირველ 6 თვეში მსოფლიოში 49 ჟურნალისტი დაიღუპა – INSI
სიახლეები
სიახლეები
კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა
კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....
სიახლეები
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...
სიახლეები
“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...
საზოგადოება
ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე
"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა.
დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...