სვეტიცხოვლობა და მოციქულთა ხსენების დღე

0
352
დღეს სვეტიცხოვლობაა, იესო ქრისტეს    რჩეული 12 მოწაფის კრების ხსენების დღე.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
დღესასწაულთან დაკავშირებით  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას ატარებს, წირვა ლოცვა აღევლინება საქართველოს სხვა ტაძრებშიც.
 ქართველი და უცხოელი მემატიანეების ცნობით, თორმეტ მოციქულთაგან საქართველოში ქრისტიანობა  ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს.
კერძოდ,  წმ. სვიმონ კანანელმა წმ. ანდრია მოციქულთან ერთად პირველმა იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. გზად ქადაგებისას ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა ფსირცხას გამოქვაბულში. აფხაზეთში მან ბევრი იქადაგა და დაამხო კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ხალხს ჩვილი ბავშვების მსხვერპლშეწირვისკენ უბიძგებდა.
ადერკის მეფობის დროს რომაელებმა შეიპყრეს სვიმონ მოციქული და მოკვეთეს თავი (ახლაც აჩნია იმ ადგილს სისხლის წვეთების კვალი). გადმოცემის მიხედვით, †55 წელს სვიმონ კანანელი წარმართებმა ქრისტეს დარად ჯვარზე გააკრეს და დაასაფლავეს ნიკოფსიაში, ისტორიული საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე. მორწმუნეებმა იპოვეს  მოციქულის გვამი, დიდებით მიაბარეს მიწას მდინარის ნაპირზე . IV საუკუნეში მოციქულის სახელზე ახალ ათონში პატარა ეკლესია ააგეს, რომელიც სავარაუდოდ ხის უნდა ყოფილიყო. შემოსევების დროს მუსლიმებმა ტაძარი დაარღვიეს. მოგვიანებით X საუკუნეში სვიმონ კანანელის ტაძარი თეთრი თლილი ქვისგან ტაძარი ააშენეს, რომელსაც რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა. მათ შორის XIX საუკუნის 80-იან წლებში. ტაძრის ფრესკული მოხატულობა შემორჩენილი არ არის. არქიტექტურული დეკორიდან ყურადღებას იქცევს ქრისტიანული სიმბოლოების — თევზის, ლომისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებანი. 
 სადღესასწაულო წირვას აფხაზეთში,  ახალი ათონის მონასტერშიც აღავლენენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ქართულ ენაზე.    ამ ტაძარს  ორ ათეულ წელზე მეტია   არათუ ჩვენ, ერთმანეთსაც ეცილებიან და გამუდმებული დავის საგნად არის  ქცეული ქართული ეკლესიისგან და ქართული სახელმწიფოსგან განდგომილ  აფახაზებსა და მათ  წამქეზებლებს შორის.  

წინა სტატია„ქართული ოცნება“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს დღეს წარადგენს
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი დევიდ კემერონს დღეიდან შეცვლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური