მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა გვარამია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

ნიკა გვარამია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

Published on

რუსთავი 2 – ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კომპანოოს გენერალურნა დირექტორმა საგანგებო მიმართვა გააკაეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მისამართით.
"გუშინ ჩვენ. რუსთავი2-ის კოლექტივმა  ფოსტის მეშვეობით საკასაციო საჩივარი შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სრული რწმენით, რომ პირველი 2 ინსტანციის გადაწყვეტილბა არის უკანონო და არაფერი საერთო არ აქვს სამართლიანობასთან.  წინა ორი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.
"შეტანილი სარჩელი აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის ყველა კრიტერიუმს. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ გახდება დამკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველაზე მთავარი, გადაარჩინოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, რომელიც წინა ორმა ინსტანციამ რუსთავი2-ის საქმის ფარგლებში მიწასთან გაასწორა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, საკასაციო ინსტანციაში რუსთავი2-ის მიერ შეტანილი სარჩელი დასაშვებობის 4-ვე კრიტერიუმს ემყარება.
"საქართველოს კანონმდებლობა 4 კრიტერიუმს იცნობს. 1. საკასაციო საჩივარი ავტომატურად დასაშვებია, როდესაც დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ჩვენი დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რომ ეხება, რამდენიმე კრიტერიუმით არის განპირობებული. პირველ რიგში, იგი ასეთად საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებით აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხებოდა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, ზღუდავდა ჩვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
"2. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითრებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის. პირველმა ორმა ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტი არა აქვს საქართველოში ჯერჯერობით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, აღიარა რა უკანონოდ ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ფასის დისპროპორციულობის საფუძველზე. ამიტომ საკასაციო ინსტანაცია ვალდებულია, ამაზე იმსჯელოს.
„3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენასი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია ამ საქმეზე.
„4. სააპელაციო სასამრთლოს და პირველი ინსტანციის მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც უპირობოდ ხდის ჩვენი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...