მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' ახალი წევრები წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალი წევრები წარადგინა

Published on

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში გამართულ პრეზენტაციაზე, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ახალი წევრები წარადგინა. პრემიერმა ის ადამიანები დაასახელა, ვინც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის სახელით იბრძოლებენ.
ახალ სახეებს შორის დასახელდნენ:
თამარ ჩუგოშვილი – იურისტი
გიორგი გახარია – ბიზნეს ომბუდსმენი 
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი
არჩილ თალაკვაძე – შს მინისტრის მოადგილე 
თამარ ხულორდავა – სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე
ირინა ფრუიძე – ინტელექტ კლუბ  რა? სად? როდის? წევრი 
კახა კუჭავა – სამართალმცოდნე, კავკასუს მინერალსის დამფუძნებელი
მარიამ ჯაში -ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დღემდე ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს
მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი 
ნინო გოგუაძე – ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე
რომან კაკულია – ევროკავშირის პროგრამების კორდინაციის პროგრამების უფროს
აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი ფონდი კურაციოს წარმომადგენელი
სოფო კილაძე – შს სამინისტროს აკადემიის ყოფილი პრორექტორი
სოფო ქაცარავა – ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი
სოფო ჯაფარიძე – პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
პრემიერის განცხადებით, ქართული ოცნების ახალი წევრები კარგი რეპუტაციით,  საუკეთესო განათლებით და პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩა.  თითოეული მათგანი მზად არის საკუთარი გამოცდილება ქვეყანას მოახმაროს.
 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...