მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია რაიონულ სასამართლოსთან- ბრალდებულის ოჯახი შვილის გათავისუფლებას ითხოვს

აქცია რაიონულ სასამართლოსთან- ბრალდებულის ოჯახი შვილის გათავისუფლებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან სოფელ რიყეში,15 მაისს,ლიბერთი ბანკის ფილიალის გაქურდვის ბარალდებით დაკავებული დიმიტრი მოროხიას  მშობლებმა,ახლობლებმა და თანასოფლელებმა  აქცია გამართეს,აქციის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ წარწერებიანი პლაკატები. ისინი საქმის ობიექტურად გამოძიებას და მათი თქმით, უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ.ბრალდებულის ადვოკატი ჯტა გულუა განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა და იმედს იტოვებს,რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.დაკავებულს ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს  სსკ-ის  177-ე მუხლის მეორე  ნაწილის ,,ა’’  და ,,ბ’’   ქვეპუნქტებით  და 177-ე მუხლის  მესამე ნაწილის  ,,ბ’’  ქვეპუნქტით და 379 -ე მუხლის მესამე ნაწილის  ,,ბ’’  ქვეპუნქტით. რაც გულისხმობს ქურდობას სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...