მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის თეატრის გადარჩენის ფონდს ხატია ჯანაშია უხელმძღვანელებს

ზუგდიდის თეატრის გადარჩენის ფონდს ხატია ჯანაშია უხელმძღვანელებს

Published on

ზუგდიდელმა მაყურებელმა გუშინ რუსთაველის თეატრის სპექტაკლი "12 განრისხებული მამაკაცი" იხილა. სპექტაკლი  არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი "ოდიშის" მხარდაჭერით შედგა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის თეატრის მხარდასაჭერად უახლოეს დღეებში შეიქმნება ზუგდიდის თეატრის გადარჩენის ფონდი, რომელსაც უხელმძღვანელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" ხელმძღვანელი ხატია ჯანაშია. "შემოსული თანხის ნაწილი, რომელიც იყო განკუთვნილი რუსთაველის თეატრისთვის, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ ზუგდიდის თეატრის გადასარჩენად გადმორიცხა.  პირველი ნაბიჯი ჩვენი თეატრის დასახმარებლად რუსთაველის თეატრის მიერ იქნა გადადგმული. რუსთაველის თეატრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" მხარდაჭერით უახლოეს მომავალში იგეგმება ზუგდიდის თეატრის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლიდან შემოსული თანხაც დაირიცხება ზუგდიდის თეატრის გადარჩენის ფონდის ანგარიშზე."- განაცხადა odishinews.ge-თან ხატია ჯანაშიამ.
 
 
 
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...