მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდასხმა თურქეთის მოქალაქეზე- შემთხვევა წუხელ განმუხურის სანაპიროზე მოხდა

თავდასხმა თურქეთის მოქალაქეზე- შემთხვევა წუხელ განმუხურის სანაპიროზე მოხდა

Published on

გუშინ განმუხურის სანაპიროზე თავდასხმა მოხდა თურქეთის მოქალაქეზე.  ელდინ შ.ყვება, რომ  განმუხურში თავის ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ და ავტომობილში მისი ძალით ჩასმა მოინდომეს. ელდინ შ-ს მისი არასრულწლოვანი შვილი მიეშველა, რა დროსაც მამა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოზარდმა გონება დაკარგა. საბოლოოდ თავდამსხმელებმა ელდინ შ-ს ავტომობილში ძალით ჩასმა ვერ მოახერხეს და ადგილი დატოვეს. ელდინ შ და მისი ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ისინი უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა. ელდინ შ-ს თქმით თავდამსხმელებს მისი დაყაჩაღება უნდოდათ რადგან მას ჩანთაში გარკვეული რაოდენობის თანხა ქონდა და ასევე თან ქონდა ძვირადღირებული ტელეფონიც.

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...