მსუბუქ ავტომანქანას, რომელიც სასწავლო ცენტრს- ავტოსკოლას ეკუთვნის, დაახლოებით 30 წუთის წინ ხანზარი გაუჩნდა. ავტომანქანას მძღოლი ნანი არაჩემია მართავდა, რომელმაც აღნიშნა,რომ მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა: " ვიგრძენი, რომ მანქანას სიჩქარე დაეკარგა და გადმოსვლა ვერ მოვასწარი, იქამდე უკვე წინა მხარეს ცეცხლი გაჩნდა, საპატრულო დამეხმარა დროულად"- განაცხადა ნანი არაჩემიამ.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.