მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ვიზიტად მყოფი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა

Published on

 დღეს დილით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის – ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა. 
შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში”, შედგა.
 შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები ამერიკასთან ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მედია თავისუფლება და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო.
”შეერთებული შტატების მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ამ თემას ჩვენ დავაყენებთ, მაგრამ ცხადია, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს – ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდაპროცესები და არჩევნები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარი გვექნება მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის წინ.
 „ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატოს სამიტზე და ,რა თქმა უნდა, ნატოს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა საქართველო გახდეს რეალურად დემოკრატიული. ასევე ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე. განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე და სახელმწიფო მდივანმა ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მედიის მხარდამჭერი და მას აქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია დღეს მედია,“- განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ .
თავისუფალი დემოკრატების ინფორმაციით, ჯონ კერიმ აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდთანაც ისაუბრა. ჯონ კერიმ ძალიან მკაფიო გზავნილი დაუტოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მედია წინასაარჩევნოდ უნდა იყოს თავისუფალი.
 
 

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...