მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი 2" არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს"- პაატა ზაქარეიშვილი

“რუსთავი 2″ არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს”- პაატა ზაქარეიშვილი

Published on

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2-თან დაკავშირებითაც ისაუბრეს. სწორედ რუსთავი 2-ის საკითხი იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ოპოზიციისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის დროს.სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ჯონ კერის მხრიდან არც ერთი გზავნილი არ გაჟღერებულა იმაზე, რომ მთავრობა მედიის მუშაობაში ერევა.“არც ერთ გზავნილში არ ყოფილა, რომ მთავრობა დღეს რომელიმე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა ან მედიის საქმიანობაში ერევა, პირიქით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის მიმართულებით არის ლიდერი და მაგალითი,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ  მათი შეხედულება სამაუწყებლო კომპანიის მიმართ უცვლელი რჩება და რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. „არანაირ გავლენას არ მოახდენს რუსთავი 2-ის საქმე არჩევნებზე, პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად აკვირდება ამ ამბავს. რუსთავი 2 იყო მაშინ, როდესაცნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები, 2012 წელს, რუსთავი 2 იყო მაშინ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, იყო მაშინაც, როდესაც ადგილობრივი არჩევნები წააგეს.რუსთავი 2 არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ამიტომ უნდა დამშვიდდეს რუსთავი 2, მთელი საზოგადოება,“- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...