მთავარისიახლეებიპოლიტიკარაულ ხაჯიმბა შესაძლოა გადადგეს

რაულ ხაჯიმბა შესაძლოა გადადგეს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ის გადადგება, თუ ამის სურვილი ხალხს ექნება. ეს განცხადება ხაჯიმბამ საკუთარი ადმინისტრაციის წინ გამართულ მის მხარდასაჭერ აქციაზე გააკეთა.მანამდე ხაჯიმბამ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მომხდარი არეულობის ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ რეფერენდუმის ჩაშლას, რომლითაც ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს.ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა ე.წ. შსს-ის შენობის შტურმით აღება სცადეს.ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა იმ დრომდე, ვიდრე პროკურატურა ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციების საქმის გამოძიებას არ დაასრულებს.ოპოზიცია ძიაშპას გადადომას უსაფრთხოების მდგომარეობის მხრივ ვითარების გაურესების გამო ითხოვა. ამავდროულად , აქციის მონაწილები დაგეგმილ რეფრენდუმში მათო უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

სიახლეები

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...