მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ზაქარეიშვილი-აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია.

პაატა ზაქარეიშვილი-აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია.

Published on

საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, სოხუმში არსებული დაძაბული ვითარების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია. „სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, როგორც ძალადობა, ასევე მსხვერპლი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 5 ივლისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ლეონიდ ძაპშბას გადადგომას მოითხოვდნენ, უწყების შტურმით აღება სცადეს, რის შემდეგაც სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერდა. გადადგომისთვის მზადყოფნა დააფიქსირა ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც. აფხაზური ოპოზიცია ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმის გადადებას მოითხოვდა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...