მთავარისიახლეებიპოლიტიკაკერისგან იყო ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის - მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი -...

კერისგან იყო ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის – მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი – ირაკლი ალასანია

Published on

“ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატო–ს სამიტზე და, რა თქმა უნდა, ნატო–ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად, საქართველო საჭიროა, გახდეს რეალური დემოკრატია. ვისაუბრეთ არჩევნენზე, მედია თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე. დაფიქსირდა ძალიან ნათელი პოზიცია, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია. დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები, რაც შედგა ხელისუფლებასთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა ალასანიამ ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ.ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს:„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ შევთავაზეთ ქცევის კოდექსი პოლიტიკოსებს, რომელიც პარლამენტში გავიტანეთ და ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელიც განხილულ იქნა. ვისაუბრეთ მომავალზე, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, და პირდაპირ თქვა კერიმ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალის რეალიზებაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა განუწყვეტლივ ექნება საქართველოს. ჩვენ ერთად ამერიკის მხარდაჭერით მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა უკეთესი ქვეყანა შევქმნათ უკეთესი დემოკრატია ეკონომიკა და ამაში იქნება მუმდმივი მხარდაჭერა აშშ–სგან მიუხედავად იმისა, როგორ მოხდება ცვლილება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.საუბარი ასევე შეეხო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხსა და სხვა მედიასაშუალებებთან დაკავშირებულ თემებს:„როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები მოიხსნა, გაათავისუფლეს ადამიანები, ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომ მისახედია ეს საკითხი. მისგან იყო ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის – მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს. კერიმ გვთხოვა ყველას, რომ ფოკუსირებულები არ ვიყოთ პირად საკითხებზე, კუთხურ ინტერესებზე და პირდაპირ თქვა, რომ გააკეთეთ აქცენტი საქართველოს მომავალზე და თავისი პოლიტიკური გამოცდილებაც გაგვიზიარა”, – აღნიშნა ალასანიამ.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...