მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯონ კერი საქართველოდან გაემგზავრა

ჯონ კერი საქართველოდან გაემგზავრა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველო დატოვა. ჯონ კერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მისმა მოადგილე, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააცილეს.
აშს-ს სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა.
,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის,ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული და დასრულდა ხელშესახები, ძალიან კონკრეტული შედეგებით, -განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე  – „შედეგები, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა არის შემდეგი: მემორანდუმი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით თნამაშრომლობაზე, ეს არის მემორანდუმი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც საშუალება ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღონ განათლება; ასევე ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა USAID -ის დაფინასებით, რომელიც მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცირე და მიკრობიზნესის განვითარებზე, რის შედეგად დამატებით 2000 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 11 ათას ოჯახს შეეხება ეს პროგრამა“, – განაცხადა კვირიკასვილმა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...