მთავარისიახლეებისაზოგადოებადაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს

Published on

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის ცხელ პერიოდში მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს. „განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები. დაუშვებლია მათ მკურნალობის დოზები ინდივიდუალურად შეცვალონ. მედიკამეტის სახეობა და დოზები შეთანხმებული უნდა იყოს მათ ექიმთან. ზოგადად უნდა მოვერიდოთ შუადღის მზის სხივებს. თუკი გარუჯვაზე გვაქვს საუბარი, დილის 08:00 საათიდა 10:00 საათამდე გავიდნენ ზღვაზე და 18:00 საათის შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს. რაც შეეხება ჩაცმულობას, უნდა გვეცვას ღია ფერის, ბუნებრივი, არამჭიდროდ მორგებული ტანსაცმელი, აუცილებელია გვქონდეს თავსაბურავი, ასევე ღია ფერის და ფართო ფარფლებიანი ქუდი ყველაზე სასურველი იქნება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს თვალების დაცვა და სათვალე ძალიან რეკომენდირებულია. უნდა ვეცადოთ, რომ კანი მზის დამცავისგან მაქსიმალურად გვქონდეს დაფარული. დამცავი კრემის წასმა ღია ადგილებზე ქალაქშიც აუცილებელია, არა მარტო ზღვაზე. სახლში უნდა ვეცადოთ, რომ სიგრილე შევინარჩუნოთ. ფანჯრებზე ჩამოვაფაროთ ბნელი ფარდა. გამოვიყენოთ კონდიციონერი ან ვენტილატორი. განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის დროს, თუ სახლში არ გვაქვს სიგრილის შენარჩუნების პირობები, ჩავიდეთ მეტროში, მაღაზიაში, სადაც კონდიცირებაა, „ჩვენ უნდა ვერიდოთ არა მარტო მზის დაკვრას, გადარუჯვას, დამწვრობის მიღებას, არამედ სითბური დაკვრაც არის პრობლემა. ამიტომ არ უნდა გადავახუროთ ორგანიზმი. ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტიკები, სახსრების დაავადების მქონე პირები შედარებით მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან და სიცხეში ფიზიკურ აქტივობას უნდა მოერიდონ“- აცხადებენ ცენტრში

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...