მთავარისიახლეებისაზოგადოებამორაგბეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვებიან

მორაგბეები ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში ერთვებიან

Published on

ქართველი მორაგბეები რეგიონებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს ისინი სამეგრელოში, სოფელ ერგეტაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ  და მათთან ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა,  ვეტერანი ბორჯღალოსანი ნოდარ ანდღულაძე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი მონაწილეობდნენ.საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. ამას გარდა, ბორჯღალოსნები ჩართულები არიან სოლიდარობის მოძრაობაში გენდერული თანასწორობისთვის HeForShe. ამ კამპანიების ფარგლებში მორაგბეები თბილისსა თუ რეგიონებში უფროსკლასელ ბიჭებს ხვდებიან და მათ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.„რაგბი და მორაგბეები საქართველოში ძალიან უყვართ. ვფიქრობ, რომ თითოეული მორაგბისა და სპორტსმენის ავტორიტეტის გამოყენება ისეთ პრობლემასთან ბრძოლაში, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობაა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი ხანია ამ კამპანიებში ვმონაწილეობთ და ყოველთვის მზად ვართ ასეთი ტიპის აქტივობებში ჩართვისთვის“,-აღნიშნავს მერაბ კვირიკაშვილი.მორაგბეთა შეხვედრები უფროსკლასელებთან   მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...