მთავარისიახლეებისაზოგადოებატელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ საკონფერენციო დარბაზში რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმების გაძლირებაზე იმსჯელეს

ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ საკონფერენციო დარბაზში რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმების გაძლირებაზე იმსჯელეს

Published on

პროექტის "თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში"  პრეზენტაცია  გამართა დღეს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ საკონფერენციო დარბაზში  „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“აღმასრულებელმა  დირექტორმა  ნათია კუპრაშვილმა.საქართველოში მოქმედი 21 რეგიონული ტელევიზია და 5 რადიოსადგური, რომლებიც ყოველდღიურად ამზადებენ საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებს და არიან ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) წევრები, DW აკადემიის მხარდაჭერით, მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების საქმიანობის გააქტიურებას და ამ მხრივ აუდიტორიასთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს.პროგრამა თვითრეგულირების წარმომადგენელთა წვრთნასთან ერთად, ითვალისწინებს შეხვედრებს თემატურ ჯგუფებთან საქართველოს რეგიონებში. მონაწილე მაუწყებლები საგანმანათლებლო-სოციალური რგოლებით წარმოებული საინფორმაციო კამპანიით ხელს შეუწყობენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. შეიქმნება სპეციალური პორტალი, რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებს შესაბამისი მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებთან დაკავშირებას . მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ჰქონდეს თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვას და დარღვევებზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. შეხვედრას დაინტერესებული პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებმა მათტვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...