მთავარისიახლეებიპოლიტიკა”იმაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სათქმელია, რითაც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ"- გიორგი მარგველაშვილი მაღალჩინოსნებზე

”იმაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სათქმელია, რითაც სახელმწიფოს ზიანს აყენებენ”- გიორგი მარგველაშვილი მაღალჩინოსნებზე

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული, საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას, თუმცა პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.მიშველაძემ სტამბოლის ტერაქტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ”ზღვარგადასული” უწოდა. „გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ურთიერთბრალდებებს, რასაც ბოლო დღეებში, სტამბოლის ტერაქტის შემდეგ ვადევნებთ თვალს. განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის ზღვარგადასულ გამონათქვამებს. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ უკრაინა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ამ მეგობრული ურთიერთობიდან ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოზე თავდასხმების კომენტირებას, თუმცა პრეზიდენტის აზრით, მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრები დაკავებული არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.მისივე თქმით, მათ ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია, რითიც ზიანს აყენებენ, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოს.კითხვაზე, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი იმ პირებში, ვინც ”იმაზე მეტს ლაპარაკობს ვიდრე სათქმელია”, ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გულისხმობს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.„თქვენ ჩემზე კარგად იცით, ვინ გააკეთა კომენტარები“, – მიმართა ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...