მთავარისიახლეებიპოლიტიკა”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

Published on

ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ფიზიკური ძალადობა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით, „კორცხელი – ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“.„დამაფიქრებელია სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული კორცხელში, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა ქმედებები, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებას, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დროულად და სწორ კვალიფიკაციაზე უარის თქმას, სამართალის შერჩევითად გამოყენების შემთხვევებს, მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების არასწორად წარმოჩენას“, – აცხადებენ „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...