აკადემიკოსს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, გამომგონებელს, კარდიოქირურგს ლეო ბოკერიას «ჯიჯი» გიმნაზიაში საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით შეხვედრა მოუწყვეს.გიმნაზიის დათვალიერებისა და საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან შეხზვედრის შემდეგ ლეო ბოკერიამ დარბაზში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ აკადემიკოსის პიროვნულ თვისებებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა. გამომსვლელებმა ლეო ბოკერიას მიღწევებზე, მის პროფესიონალიზმზე და ადამიანურ ღირსებებზე გაამხვილეს ყურადღება. ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, ესენია: ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, ევროპის გულის და გულ–სისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოება, მონაკოს საერთაშორისო კადიოლოგიური ცენტრი, სერბეთის მეცნიერებათა აკადემია. ამის გარდა არის საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული – ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ გამგზავრებულა უცხოეთში და გაუკეთებია პირველი წარმატებული ოპერაცია. თვლის, რომ თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.ამბობს, რომ საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს.კარდიოლოგიის ლეგენდას, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, ზუგდიდში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
“კარდიოლოგიის ლეგენდას” ლეო ბოკერიას ზუგდიდში შეხვედრა მოუწყვეს
სიახლეები
სიახლეები
აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.
დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...
სიახლეები
ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...
სიახლეები
ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...