მთავარისიახლეებისაზოგადოება"კარდიოლოგიის ლეგენდას" ლეო ბოკერიას ზუგდიდში შეხვედრა მოუწყვეს

“კარდიოლოგიის ლეგენდას” ლეო ბოკერიას ზუგდიდში შეხვედრა მოუწყვეს

Published on

აკადემიკოსს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, გამომგონებელს,  კარდიოქირურგს ლეო ბოკერიას «ჯიჯი» გიმნაზიაში საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით შეხვედრა მოუწყვეს.გიმნაზიის დათვალიერებისა და საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან შეხზვედრის შემდეგ ლეო ბოკერიამ დარბაზში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა.   საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ აკადემიკოსის პიროვნულ თვისებებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა. გამომსვლელებმა ლეო ბოკერიას მიღწევებზე, მის პროფესიონალიზმზე და ადამიანურ ღირსებებზე გაამხვილეს ყურადღება. ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, ესენია: ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, ევროპის გულის და გულ–სისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოება, მონაკოს საერთაშორისო კადიოლოგიური ცენტრი, სერბეთის მეცნიერებათა აკადემია. ამის გარდა არის საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული – ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ გამგზავრებულა უცხოეთში და გაუკეთებია პირველი წარმატებული ოპერაცია. თვლის, რომ თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.ამბობს, რომ  საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს.კარდიოლოგიის ლეგენდას, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, ზუგდიდში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....