მთავარისიახლეებისაზოგადოებაავიაკატასტროფა ციმბირში - ირკუტსკში ჩამოვარდნილ სახანძრო თვითმფრინავს ეძებენ

ავიაკატასტროფა ციმბირში – ირკუტსკში ჩამოვარდნილ სახანძრო თვითმფრინავს ეძებენ

Published on

ციმბირში მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ირკუტსკის რეგიონში ჩამოვარდნილ სახანძრო თვითმფრინავს ეძებენ.ილ 76, რომელიც ტყის ხანძრების სალიკვიდაციო ოპერაციაში იყო ჩართული, რადარებიდან გუშინ დილით გაუჩინარდა, კატასტროფის სავარაუდო ადგილის დადგენა კი სამაშველო ჯგუფმა დღის ბოლისკენ შეძლო.გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ტექნიკურ გაუმარტაობა იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა ან ტყის ხანძრების გამო რეგიონში არსებული ცუდი ხილვადობა გამხდარიყო.თვითმფრინავის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, ვარაუდობენ, რომ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

სიახლეები

ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის

უკრაინული თავდასხმების შემდეგ ბელგოროდში მაგისტრალური გაზსადენების სამმართველო იწვის - მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია...

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...