მთავარისიახლეებიპოლიტიკაახალი სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ძველი სახელმძღვანელოებით დაიწყება - სერგო რატიანი

ახალი სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ძველი სახელმძღვანელოებით დაიწყება – სერგო რატიანი

Published on

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა ნაციონალური მოძრაობის ოფისში.ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სერგო რატიანი, განათლების სამინისტროს უპირისპირდება და ახალი სასწავლო წლისათვის ახალ წიგნებზე ტენდერის გამოუცხადებლობის გამო, ახალი მინისტრის მხრიდან ძველი მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაზე საუბრობს.დეპუტატის განმარტებით, ახალი სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ძველი სახელმძღვანელოებით დაიწყება, თუმცა უმცირესობაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ შესყიდვა შესაძლოა, პირდაპირი წესით ერთი გამომცემლობისგან მოხდეს.„ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილია 2 თვეზე ოდნავ მეტი. სკოლის სახელმძღვანელოები არათუ დაბეჭდილი არ არის, არამედ მასზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. ბიუჯეტში 12 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი იყო, ტენდერი აქამდე გამოცხადებულიყო. მინისტრი, როგორც ჩანს, აგრძელებს ტრადიციას, რომელიც 4 წელია, დამკვიდრდა. ანუ ის აპირებს ერთ პირთან მოლაპარაკებებით 12 მილიონის დახარჯვას,“ – აცხადებს სერგო რატიანი.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...