მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. ვიზიტის დეტალები არ...

თბილისში აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. ვიზიტის დეტალები არ ხმაურდება

Published on

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩამოდის. მას სავარაუდოდ 6 ივლისს ელიან, თუმცა ვიზიტის დეტალები და დაზუსტებული დრო ჯერჯერობით არ ხმაურდება. როგორც საქართველოში აშშ–ს ელჩი იან კელი აცხადებს, ვიზიტი საქართველოში მალე შედგება, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასეთი სახის ვიზიტები ცხადდება მხოლოდ ვაშინგტონიდან. 
 
„ ამ ეტაპზე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი  “- განაცხადა იან კელიმ. მისი თქმით, ჯონ კერი მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის დაგეგმვის კომისიის შეხვედრაში. 
 
ჯონ კერის ვიზიტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ საქართველოს მთავრობაშიც.  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯონ კერის ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია, თუმცა საბოლოო დეტალებზე  ვერ ისაუბრებს. „ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ველოდებით ამ ვიზიტს. ეს  ნატო-ს სამიტის წინ ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერის  კიდევ ერთი დადასტურება იქნება"- განაცხადა პრემიერმა.
 
 ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის  მნიშვნელობაზე საუბრობენ თავდაცვის სამინისტროში, რომელიც  სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე გადასვლას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპი ახალი დოკუმენტითაც განმტკიცდება.  
 
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საპარლამენტო უმცირესობაშიც.  ოპოზიცია ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ ჯონ კერის ვიზიტისგან პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონ კერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, საუბრის ერთ-ერთი მთავრი თემა კი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება.   
 
 
 

სიახლეები

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...

ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...