მთავარისიახლეებიპოლიტიკამერის ანგარიში ხალხს- ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრამ მწვავე დისკუსიის ფონზე ჩაიარა (Video)

მერის ანგარიში ხალხს- ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრამ მწვავე დისკუსიის ფონზე ჩაიარა (Video)

Published on

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალაქ ზუგდიდის მერმა,ირაკლი გოგოხიამ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივ მოსახელობას ინფორმაცია მიაწოდა,შეხვედრაზე ბევრი პრობლემური საკითხი წამოიჭრა,სადაც მერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს,ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იყო ყინულის სახლი,რომელიც თოვლის გამო 2 იანვარს ჩაიფუშა და რომლის აღდგენაზეც ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა.ხოლო რაც შეეხება მრავალწლოვანი ხეების დარგვას,  მერმა განაცხადა რომ ქალაქს აჩუქეს 200 ხე,  თუმცა გოგოხიამ ზუსტად ვერ გაიხსენა სად დაირგო ეს ხეები.კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია არ ემთხვევა მერის პასუხს,  მამუკა ციმინტია ნაჩუქარი ხეების რაოდენობას ასახელებს და ამბობს რომ სულ 109 ხე დაირგო.საკმაოდ მწვავედ დგას გზების  ორმული შეკეთების პრობლემა, რომელზეც ტენდერი მერიამ დაგვიანებით, მხოლოდ 2016 წლის 22 ივნისს გამოაცხადა.ქუჩების გამწვანებისა და ხეები დარგვის პროცესი წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტუალურად მიმდინარეობდა 2013 წლამდე, ეს ხეებიც სწორედ იმ დროს დაირგო.„ოდიშმა“ მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორის მიერ მითითებული  ის ადგილებიც გადაიღო, სადაც მათი თქმით, მრავალწლოვანი მწვანე ნარგავები დაირგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მათგანზე ხეები ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით დარგეს. ქუჩების გამწვანებისა და ხეების  დარგვის პროცესი წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტუალურად მიმდინარეობდა 2013 წლამდე.გზებზე არსებული ორმოების ამოვსების პრობლემა 2015 წლის ივნისშიც აქტუალური იყო,მაშინ საკრებულოს დეპუტატამა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძემ ქალაქში არსებული ორმოები ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოსწავლეებვთან ერთად ცემენტით ამოავსო და ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დროულად გადაწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა ფაქტი სახეზეა, პრობლემა ერთი წლის თავზეც მოუგვარებელია.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...