მთავარისიახლეებიპოლიტიკამე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი და აჰმედ ჩატაევის გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ...

მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი და აჰმედ ჩატაევის გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პროკურატურამ ჩემი წინააღმდეგობა დაძლია

Published on

აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა მის გათავისუფლებას, თუმცა პროკურატურამ მისი წინააღმდეგობა დაძლია.
„გავრცელებული ინფორმაციით,  აჰმედ ჩატაევი სტამბოლის აეროპორტის ტერორისტული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორია. წერს მიხეილ სააკაშვილი – ჩემი მთავრობის პერიოდში  ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელსაც ოდესის პოლიციის ამჟამინდელი  უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. ოპერაციის დროს ჩვენი სამართალდამცველების 3 წევრი მოკლეს. 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ ახალმა მთავრობამ, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელმღვანელობით ის სწრაფად გაათავისუფლა, რადგანაც ახალი მთავრობის ბევრი ლიდერი მას პოლიტპატიმრად აცხადებდა. 
მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი და მის გამოშვებას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პროკურატურამ ჩემი წინააღმდეგობა დაძლია. ახლა ის თავისუფალია  მას შემდეგ რაც, სავარაუდოდ, ამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლა.
ჩემი 10 წლის შვილი მგზავრობდა იმ ტერმინალის გავლით თავდასხმის წინა დღეს, ასე რომ მე წრფელი სოლიდარობა მაქვს ულმობლად  დახოცილი უდანაშაულო ადამიანების ოჯახების მიმართ. საინტერესოა საქართველოს მთავრობაც იგივეს თუ გრძნობს?“
შეგახსენებთ, რომ თურქული გამოცემების ნაწილი წერს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევია.

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...