მთავარისიახლეებისაზოგადოებაასოციაცია „დეა“ადგილობრივ თვითმმართველობას შშმ პირების უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

ასოციაცია „დეა“ადგილობრივ თვითმმართველობას შშმ პირების უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს

Published on

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეამ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პატივისცემისა და დაცვისკენ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ადვოკატირების მიზნით პრესკონფერენცია ჩაატარა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შშმ პირთა სამოქმედო გეგმას სათანადოდ ვერ ასრულებს.დღესვე ასოციაცია დეამ აქცია გამართა ცენტრალურ სუპერმარკეტთან, მათი მოთხოვნაა  მიწისქვეშა გადასასვლელზე პანდუსების გამართვა,ასოციაციამ თვითმმართველობას მოუწოდა,აღიქვან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არა მარტო სამედიცინო სერვისის მომხმარებლებად ,არამედ აღიქვან  უფლებების მფლობელებად,ასოციაციამ გამოთქვა სურვილი ბორდიულების გაჭრის შესახებ,რათა შეზღუდული შესაძლებლობის პირებმა შეძლონ შუფერხებელი გადაადგილება.დეას დღევანდელი აქცია  პროექტის  ,,იცოდე შენი უფლება“ ფარგლებში მოეწყო.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...