მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებად დასახელდა - გაათავისუფლებს...

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოში ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებად დასახელდა – გაათავისუფლებს თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს ეჭვებისგან?

Published on

 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე ანალიტიკურ ორგანიზაციებად დასახელდა. საერთაშორისო ორგანიზაცია თრანსფარითიმ შეადგინა რეიტინგი, სადაც გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით არასამთავრობოები 5 ქულიანი სისტემით შეფასდნენ.
 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ჯამპსტარტ ჯორჯიამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა – ასევე აი-ეს-თი-ის პოლიტიკურმა ინსტიტუტმა უმაღლესი 5 ქულა მოიპოვეს.
მაქსიმალური შეფასებები მიიღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა. ამ ანალიზის საფუძველზე, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის მხრივ საქართველოს მოწინავე პოზიცია უჭირავს.
 
“მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესწავლილი 200 ორგანიზაციიდან 60-ის ფინანსური გამჭვირვალობა სრულად დამაკმაყოფილებელია. 3 წლის წინ კი გამჭვირვალობის დონე ბევრად დაბალი იყო. ეს პოზიტიური ტენდენცია ასევე ეხება საქართველოს. ორგანიზაციების გამჭვირვალობა უფრო გამჭვირვალე ხდება, რაც დემოკრატიულ განვითარებას ხელს უწყობს“ – განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაცია თრანსფარითის წარმომადგენელმა, ჰანს გათბროდიმ.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს  აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, კონკრეტული ჯგუფები ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას.
“ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით თუ საიდან იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებას და შემდეგ ეს თითქოსდა რუსულ პროპაგანდასთან არის დაკავშირებული, იმის გამო რომ ჩვენი რეპუტაცია იქნას შელახული. ჩვენ ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებით, როგორც ხედავთ, პრობლემა არ აქვს“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.  
 
შეგახსენებთ – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მომენტს არ უშვებს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სიცრუესა და არაობიექტურობაში დაადანაშაულოს. მისი თქმით, ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციაშია ჩართული. იგი  მიანიშნებს, რომ მათ შესაძლოა ფინანსური დაინტერესება ამოძრავებდეთ.
 
საინტერესოა, დაეხმარება თუ არა  მსოფლიოს ავტორიტეტული ანალიტიკური ორგანიზაციების კვლევის შედეგები ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ეჭვებისგან გათავისუფლებაში 
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...