მთავარისიახლეებიპოლიტიკაუახლესი გამოკითხვის შედეგები: ამომრჩეველთაგან, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს...

უახლესი გამოკითხვის შედეგები: ამომრჩეველთაგან, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 22.4% ,,ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, 21.7% – ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”

Published on

 გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK  რუსთავი 2-ის დაკვეთით  ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.  კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარდა.
გამოკითხვა 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.
 კვლევის მიხედვით, კითხვაზე –  რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ არჩევნებში, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა ,,ქართული ოცნება'',   21.7%-მა კი – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''  
გამოკითხულთა 7.8% ,,სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეს'' ასახელებს.
6.2%  ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას ,,თავისუფალ დემოკრატებს'' მისცემდა.
 2.8% –  ლეიბორისტულ პარტიას,  2.2% – ,,პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილს''.
ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო 1.6 %, რესპუბლიკური პარტია 0.6 %, ახალი საქართველო -გიორგი ვაშაძე 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი – გირჩი 0.3 %, საქართველოს გზა -სალომე ზურაბიშვილი – 0.2 %, თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა – 0.2
 ეროვნული ფორუმი –   0.1%- 
 ვეტერანების პარტიას ხმას 0.1% მისცემდა, ქართული დასი – ჯონდი ბაღათურიას –  0.1%, ლადო ბედუკაძე – ცენტრისტებს –  0.1%, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეროვნულ დემოკრატიული პარტია 0.0%
 
3.9% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა.
უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო  მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია 19.4 %.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...