მთავარისიახლეებისაზოგადოება„ოდიშთან“ წილის მოთხოვნაზე სასამართლო დავა ტელეკომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა

„ოდიშთან“ წილის მოთხოვნაზე სასამართლო დავა ტელეკომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე კიმ კიმ ხაის 2016 წლის 15 მარტის სარჩელი“ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის“ შესახებ. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დღევანდელ სხდომაზე მხარეებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ:  „სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მიხედვით და დაადგინა, რომ გაუქმდეს  ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის სარჩელი, რომლითაც   ყადაღა დაედო მოპასუხე ემა გრიგოლიას შპს დამოუკიდებელი ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში“ კუთვნილი 100%-დან 10%-ს.“ მოსამართლემ აღნიშნა, რომ დავას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.“ამ დავასთან დაკავშირებით ვერ გამოცხადდებოდა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან ეს არის დავა, რომელიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის მიმართაც სამოქალაქო კოდექსი ადგენს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადას. შესაბამისად, ეს ვადა 2010 წლიდან გასულია, ამიტომ სასამართლო  მოთხოვნაზე მოსარჩელე კიმ კიმ ხაის უფლება დაეკარგა. მას ეს უფლება ჰქონდა 3 წლის განმავლობაში, თუმცა  საქმე არ არის აღძრული აღნიშნულ ვადებში“- განაცხადა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ. შეგახსენებთ, რომ კიმ კიმ ხაი შპს ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ 10 % ითხოვდა. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...