მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება

Published on

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაა. დასავლური მედიის თანახმად, სამიტის პირველ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი დაესწრება, ხოლო მეორე დღე უკვე ლონდონის გარეშე გაგრძელდება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და ნატო-სთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ. განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაა, ევროპაში ევროსკეპტიკოსების გავლენის შესამცირებლად და რიგითი ევროპელების ნდობის დასაბრუნებლად. 
ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს. 
 
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...